
გვჯერა, რომ ყოველი მოგზაურობა საქართველოში უნდა დაიწყოს ადგილით, სადაც თავს კარგად იგრძნობ – მისი დაჯავშნა კი უნდა იყოს მარტივი, უსაფრთხო და სამართლიანი.
რატომ „Cheroda“? სიტყვა „ჭერი“ ქართულში თავშესაფარს, სახლს და სითბოს ნიშნავს. ჩვენი მიზანია, ყველა მოგზაურმა საქართველოში იპოვოს ჭერი, სადაც თავს შინაურულად იგრძნობს – იქნება ეს ძველი თბილისის ბუტიკ-სასტუმრო, კახური მარნიანი საოჯახო სასტუმრო თუ სვანური კოშკის მეზობლად მდგარი სახლი.
Cheroda ქართველი მასპინძლებისთვის შექმნილი პლატფორმაა: გამჭვირვალე საკომისიო, მარტივი მართვა ტელეფონიდან და ანაზღაურება, რომელიც ზუსტად ჩანს. მოგზაურებისთვის კი – რეალური შეფასებები, ფასები ლარში და ჯილდოები ყოველ მოგზაურობაზე.